08 ნოემბერი 2026,   18:30
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი: ილიას გზა, ანდერძი, მოღვაწეობა - არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ, ეს არის ის დღევანდელობა და ხვალინდელი დღე, რომელზეც ჩვენ განუხრელად უნდა ვიაროთ

ყვარელში სახალხო დღესასწაული ილიაობა აღინიშნება. წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები იმართება ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში. ყვარელში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. იყო სიტყვით გამოსვლებიც.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი იდეები არა მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა, არამედ ქვეყნის დღევანდელობისა და მომავლის საფუძველია.

"ილიას გზა, ილიას ანდერძი, ილიას მოღვაწეობა - ეს არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ, ეს არის ის დღევანდელობა და ის ხვალინდელი დღე, რომელზეც ჩვენ უნდა ვიაროთ განუხრელად. ამიტომ, ილია, ეს არის ჩვენი მომავალი. ილია ყვარელში დაბადებული მარგალიტია, რომელიც მთელი საქართველოს უგვირგვინო მეფე იყო, არის და იქნება", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყვარელში დილიდან სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული სივრცეები და ბავშვთა გასართობი ზონები.

 

 

დღის ამბები