ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, დაშავებულია 112 ადამიანი.
ავარია რკინიგზაზე გიზის მახლობლად მოხდა. ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების 72 ბრიგადა.
ეგვიპტის პრეზიდენტმა სახელმწიფო უწყებებს მომხდარის დროული გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.