09 ნოემბერი 2026,   10:46
ვრცლად
სტუდენტები, მოსწავლეები, პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიები პარიზში მორიგ მასშტაბურ გაფიცვასა და მსვლელობას აანონსებენ - საფრანგეთში პროტესტი არ წყდება

საფრანგეთში პროტესტი არ წყდება - სტუდენტები, მოსწავლეები, პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიები პარიზში დღეისთვის მორიგ მასშტაბურ გაფიცვასა და მსვლელობას აანონსებენ.

ქვეყანაში თითქმის ორი თვის განმავლობაში მიმდინარე დემონსტრაციებზე დაშავებული 10-მდე დემონსტრანტი, პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს და სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივის.

გარდა ამისა, საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიო იტყობინება, რომ 10 000-ზე მეტ ქალს ცრემლსადენი გაზის ზემოქმედებით გამოწვეული ჰორმონალური დარღვევები აღენიშნება.

რეზინის ტყვიებისა და ხელყუმბარების გამოყენების შედეგად, 20-მდე მომიტინგემ, მათ შორის არასრულწლოვნებმა, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღეს - დაფიქსირდა ხელისა და თვალის დაკარგვის შემთხვევები.

ბრალდებებს უარყოფს შინაგან საქმეთა მინისტრი და აცხადებს, რომ სამართალდამცველები კანონის ფარგლებში, პროპორციული ძალით მოქმედებენ.

დღის ამბები