09 ნოემბერი 2026,   11:15
ვრცლად
მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს - ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო განხილვაზე

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელში წარმოდგენილ ბრალდებებთან მიმართებით, ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტები ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ.

საკითხს აფასებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს. 

"სარჩელი არის აბსოლუტურად დასაბუთებული. გასაგებია, რომ მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას  თავი აარიდოს. 

ვფიქრობ, რომ სასამართლო ობიექტურად მიმდინარეობს, ამას ყველა ვუყურებთ პირდაპირ ეთერში. დაველოდოთ სასამართლოს ვერდიქტს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "ფედერალისტების", "ახლისა" და გახარიას პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის სარჩელის არსებითი განხილვა სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო.

დღის ამბები