09 ნოემბერი 2026,   11:33
ვრცლად
საშობაო სიმბოლო უკვე ნიუ-იორკშია - 75 წლის ნორვეგიული ნაძვი 50 ათასზე მეტი ნათურითა და სვაროვსკის 408-კილოგრამიანი ვარსკვლავით 2 დეკემბერს განათდება

მსოფლიოში უკვე აქტიურად მიმდინარეობს შობა-ახალი წლის სამზადისი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაძვის ხე და როკფელერის ცენტრის საშობაო სიმბოლო უკვე ნიუ-იორკშია.

75 წლის ნორვეგიული ნაძვი 23 მეტრის სიმაღლისაა და 11 ტონას იწონის. ის 50 ათასზე მეტი ნათურით და სვაროვსკის 408-კილოგრამიანი ვარსკვლავით მოირთვება.

ნაძვის ხის გრანდიოზული განათების ცერემონია 2 დეკემბერს გაიმართება. სეზონის დასრულების შემდეგ კი ხისგან უსახლკაროებისთვის სახლებს ააშენებენ, მოჭრილი ხის ადგილას კი ახალ ნერგს დარგავენ.

დღის ამბები