2026-2027 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 19 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ X-XII კლასების მოსწავლეებს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება: ქართულ ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოლიმპიადას სამ ტურად ატარებს. პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან. მომდევნო ორი ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება.