09 ნოემბერი 2026,   12:21
ვრცლად
"ჩეხეთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი გაკეთებული აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე - სოზარ სუბარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი პრაღაში დღეიდან იწყება. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად პრაღაში ქვეყნის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” ლიდერის, სოზარ სუბარის თქმით, ჩეხეთი საქართველოსთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია, მას მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი გაკეთებული აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.

"ჩეხეთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა იმიტომ, რომ ბოლო ერთი წელია, შარშან შემოდგომიდან, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი გაკეთებული აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ანუ ჩეხეთი არის ევროკავშირის წევრი უკვე 20 წელიწადზე მეტია, თუმცა ცდილობს, რომ სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული. ერთი მხრივ, გამოცდილების გაზიარებას და მეორე მხრივ სწორედ იმ მთავრობასთან და იმ პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები