09 ნოემბერი 2026,   12:21
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, თავი აარიდოს კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან განახლდება.

სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელში წარმოდგენილ ბრალდებებთან მიმართებით, ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტები ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, აღნიშნავს, რომ სასამართლო ობიექტურად მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ სასამართლო ვერდიქტს.

"გასაგებია, რომ მოპასუხე მხარი ყველანაირად ეცდება, რომ თავი აარიდოს კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას, სარჩელი არის აბსოლუტურად დასაბუთებული. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო ობიექტურად მიმდინარეობს, ამას ყველა ვუყურებთ პირდაპირ ეთერში და დაველოდოთ სასამართლო ვერდიქტს", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "ფედერალისტების", "ახლისა" და გახარიას პარტიის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო.

 

დღის ამბები