ციფრებით მანიპულირება ოპოზიციამ საკუთარ ხელწერად აქცია, თუმცა როცა საქმე ზუსტ მეცნიერებას ეხება, პოლიტიკური ინტერპრეტაცია სტატისტიკას ვერ ცვლის. მონაცემები, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს, დეზინფორმაციის გამავრცელებლებს ამხელს. ირკვევა, რომ 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის "ლარსის" გავლით საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნიდან კი უფრო მეტი, 61 691 პირი გავიდა.
ჯამური მაჩვენებელი ოპოზიციამ ვერც მოქალაქეობის მიღების საკითხზე გამოთვალა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საგამონაკლისო წესზე მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით არათუ გაიზარდა, არამედ შემცირებულია, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების მხრიდან. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესები კი ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ერთნაირია.
რეალობა ციფრებში ასახა საქსტატმაც. რომლის მიხედვითაც 2025 წელს საქართველოში 131 500 იმიგრანტი შემოვიდა, მათგან რუსეთის მოქალაქეები, მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 15 პროცენტს შეადგენენ.
ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ოპოზიციის არითმეტიკაში რეალური მაჩვენებლები ვერ მოხვდა. მაგალითად: მიმდინარე წელის პირველ კვარტალში , ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ჯამში 249 201 ვიზიტს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ვიზიტების რაოდენობა ჩინეთიდანაც.
ტურისტების რაოდენობის ზრდა, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე აისახება, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს, თუმცა ეს მონაცემები ოპოზიციის დღის წესრიგს მიღმა რჩება.