27 აგვისტო 2026,   04:15
ვრცლად
თბილისის მორიგი მხარდაჭერა კიევს - გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს მოუწოდებს, უკრაინაში დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდეს

თბილისის მორიგი მხარდაჭერა კიევს - გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს მოუწოდებს, უკრაინაში სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდეს. ერთობლივი განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გაავრცელა და თქვა, რომ ხელმომწერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ამ მოწოდებაზე საქართველოს შეერთება, მმართველი გუნდის შეფასებით, კიდევ ერთი დასტურია, რომ ოფიციალური თბილისი უკრაინის მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უპირობოდ უჭერს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება ოპოზიციის ნაწილი. ამბობენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მმართველ გუნდში კი აქცენტს იმ 700-მდე რეზოლუციაზე აკეთებენ, რომელსაც საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად შეუერთდა.

ომი და უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს - უკრაინის მხარდამჭერი განცხადება ქვეყნებმა გაეროში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მიიღეს.

დღის ამბები