26 აგვისტო 2026,   22:43
ვრცლად
რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ მოიტანა, რომ არჩევნები გაყალბდა - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, რომ არჩევნები გაყალბდა.

"რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ მოიტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ადამიანებზე ზეწოლა იყო, წერტილმა გამოჟონა და ა.შ. ეს სერიოზული დაფიქრების საფუძველია, ხომ არ არის მთავარი მიზანი ის, რომ რევოლუციური პროცესი განვითარდეს და ქვეყანაში სისხლი დაიღვაროს? წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ მანდატებზე უარის თქმა არის არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, არამედ იმის აშკარა დემონსტრაციაა, თუ რა გეგმები აქვთ და რისი იმედი ჰქონდათ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა საერთოდ ექსტრემისტებად იქცნენ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები