კონსტანტინე მესხს, რომელსაც მძიმე ონკოლოგიური დაავადება - ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი ახლობლები სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებენ.
"თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს ყველას!
გთხოვთ, დაგვეხმარეთ! ძალიან გთხოვთ!
პატარა ევას გადავურჩინოთ საყვარელი მამიკო!
2024 წლის ოქტომბერში ჩვენს თანაქალაქელს, ბევრისთვის ნაცნობ კონსტანტინე მესხს, დაუდგინდა ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია (CML), მძიმე ონკოლოგიური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლისა და ძვლის ტვინის უჯრედებზე.
საწყის ეტაპზე მკურნალობა კარგად მიდიოდა. იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდოდა… მაგრამ, ბოლო ერთი თვეა, დაავადება სისხლში პროგრესირდა. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მკურნალობის შესაძლებლობები ამ ეტაპზე ამოიწურა.
ახლა საჭიროა მძლავრი ქიმიოთერაპია, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია იქნება ერთადერთი გზა მისი გადარჩენისთვის.
ეს პროცედურები დაკავშირებულია ძალიან დიდ ხარჯებთან, რაც ჩვენს ოჯახს უბრალოდ არ შეუძლია.
სწორედ ამიტომ, გთხოვთ თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში — დაეხმაროთ ჩემს მეუღლეს გადარჩენაში.
გმადლობთ ყველას ნუგეშისთვის, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის", - წერენ კონსტანტინე მესხის ახლობლები.
თიბისი ბანკი
GE84TB7556945061100044
საქართველოს ბანკი
GE59BG0000000101093536