26 აგვისტო 2026,   21:48
ვრცლად
მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი - პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გლობალური მშვიდობის მიღწევაში, ზესახელმწიფოების როლი მნიშვნელოვანია

მშვიდობის მნიშვნელობა და მშვიდობის როლი ქვეყნის განვითარებაში - პრემიერი ფორუმის მონაწილეებს მიმართავს და ბოლო წლებში საქართველოზე განხორციელებულ ზეწოლას ახსენებს, რომლის მიუხედავად ხელისუფლებამ სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო. მთავრობის მეთაურის განცხადებით, გლობალური მშვიდობის მიღწევაში, ზესახელმწიფოების როლი მნიშვნელოვანია.

სწორედ საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა ჩინეთის ელჩმა. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯეფრი საქსმა კი, ვიდეო მიმართვის საშუალებით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ-გეოგრაფიულ მდებარეობაზე და დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებაზე გააკეტა აქცენტი. კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გლობალიზაციის პირობებში საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე, ქვეყნის განვითარება შეუძლებელია

ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება თბილისის მერმა. თქვა, რომ ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა - ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის, ინოვაციური ეკოსისტემის და ჯანდაცვის მუნიციპალური სერვისების შემუშავებაზეა დამოკიდებული.

ფორუმზე ითქვა ისიც, რომ დასახული მიზნების მისაღწევად, აუცილებელია სტაბილური განვითარება და ეკონომიკური მდგრადობა. ეკონომიკის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე და ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსზე ისაუბრეს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებმა.

"მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში" - ამ სახელწოდებით რეგიონული კონფერენცია ორი დღის განმავლობაში, თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები