საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების სპიკერს, ალენ სიმონიანს, ტელეფონით ესაუბრა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და რეგიონული პოლიტიკის საკითხები, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები.