კადრები, რომელიც ერთი და იმავე დროს, თუმცა სხვადასხვა ქალაქშია გადაღებული, პარლამენტის თავმჯდომარემ ორმაგი სტანდარტების სადემონსტრაციოდ გამოაქვეყნა. პირველი ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქე ბერლინში პიროტექნიკას კერძო შენობას ესვრის, ამისთვის მან 4 თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა და კიდევ 6 თვეს პირობით მსჯავრს მოიხდის. მეორე კადრები კი თბილისში პარლამენტის შენობასთანაა გადაღებული. პირველი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე ქმედება გერმანიაში დანაშაულად, საქართველოში კი მშვიდობიან დემონსტრაციად შეფასდეს. საქართველოს მიმართ უსამართლო კრიტიკას დღეს ანტალიიდან, საქართველოს პრემიერ - მინისტრი გამოეხმაურა.
ამ კადრების მიუხედავად, ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებები დაირღვა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის განსხვავებული ფაქტების ერთმანეთთან შედარება არასწორია.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გერმანიის მაგალითი ერთ-ერთია და არა
ერთადერთი, რომლითაც საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება დასტურდება. ქვეყნის პირველი დიპლომატი, სხვა ქვეყნების მხრიდან, არადიპლომატიურ მიდგომებზე საუბრობს.
რამდენიმე თვის წინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსა და სამართალდამცველების მისამართით პიროტექნიკას ისროდნენ, შედეგად ათობით პოლიციელი დაშავდა, დაზიანდა პარლამენტის შენობაც.
ავტორი: ნანა გოგატაძე.