თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის დროს პრეზიდენტებმა ცხარე დებატები გამართეს.
ტრამპი: "ახლა რომ შეგეძლოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, გეტყოდით რომ ეს გაგეკეთებინათ, რადგან ტყვიები შეჩერდებოდნენ."
ზელენსკიმ უპასუხა: "რა თქმა უნდა, მსურს ომის შეჩერება."
ტრამპმა სიტყვა შეაწყვეტინა: "ესე იგი, არ გინდა ცეცხლის შეწყვეტა?"
უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მას ცეცხლის შეწყვეტა "გარანტიებით" სურს.
ზელენსკიმ ტრამპს ურჩია, რომ ამ საკითხზე აზრი თავად უკრაინელ ხალხს ჰკითხოს.