26 აგვისტო 2026,   23:03
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია არასამთავრობო სექტორთან პირველ შეხვედრას მართავს

ამ წუთებში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია არასამთავრობო სექტორთან პირველ შეხვედრას მართავს. თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა თბილისში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანია შეფასდეს, როგორ ასრულებს ვალდებულებებს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი.

ევროსაბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.
 
 
 
დღის ამბები