25 ივნისი 2026,   09:29
ვრცლად
დაბომბვის საფრთხის გამო, უკრაინის რამდენიმე ოლქში კვლავ საჰაერო განგაში იყო ჩართული

დაბომბვის საფრთხის გამო, კვლავ საჰაერო განგაში იყო ჩართული უკრაინის რამოდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში. გამთენიისას, აფეთქებები დაფიქსირდა ხარკოვის ოლქში.

ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზე, დაიბომბა დონეცკის ოლქიც - არის მსხვერპლი.

გერმანიის კანცლერის თქმით, "ტაურუსის" შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემა გერმანელი ჯარისკაცების გარეშე ვერ მოხდება, მათი უკრაინაში გაგზავნა კი მთავრობისთვის მიუღებელია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში დაწერა. ჯოზეფ ბორელის თქმით, მესიჯი ნათელია: - უკრაინას დაეხმარებიან ყველაფრით, რაც გამარჯვებისთვისაა საჭირო.

დღის ამბები