19 აგვისტო 2026,   15:05
ვრცლად
"ევროპარლამენტარების ვიზიტი ემსახურება მხარდაჭერის გამოხატვას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის" - თინა ბოკუჩავა თბილისში მყოფ ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრებზე

თბილისში იმყოფებიან ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარტიების წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და სანქციების აუცილებლობაზე ისაუბრეს. დელეგაცია არ შეხვედრია მმართველი გუნდის წევრებს.

"ევროპარლამენტარების ვიზიტი ემსახურება მხარდაჭერის გამოხატვას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის ევროპული დროშისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის. ასევე, განვიხილეთ ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა. იცით, რომ მე პირადად, ძალიან აქტიურად ვიყავი იმ ძალისხმევაში, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაისაჯონ და უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ მოხდეს ე.წ. ბლანკეტური წესით, ანუ არ შეეხოს ყველა მოქალაქეს," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები