21 აგვისტო 2026,   23:48
ვრცლად
უცხოური ძალა ყოველთვის ცდილობს, თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ამა თუ იმ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოში, საზოგადოებას დაავიწყებინოს წარსული - გურამ მაჭარაშვილი

ერეკლე მეორეს ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც ქართველი ერი და სახელმწიფო გადაარჩინა, ფსევდო ლიბერალების ფსევდო ევროპული ღირებულებები და სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი მოქმედებების მაგალითები. პრემიერის ვრცელი ანალიზის შემდეგ ისტორიულ და დღევანდელ გეოპოლიტიკურ პროცესებს პოლიტიკოსებიც აფასებენ.

"საერთოდ, სამწუხაროა, მაგრამ მოცემულობაა, რომ უცხოური ძალა ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ამა თუ იმ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოში, საზოგადოებას, ხალხს დაავიწყებინოს თავისი წარსული" - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი საუბრობს.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფალი უნდა აზროვნებდეს პრაგმატულად ქვეყნის და ხალხის გადარჩენისთვის. 

"მათ შორის არის ერეკლე მეორე, რომელსაც არაერთხელ, სამწუხაროდ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ის პრობლემა და გამოწვევა, რაც მაშინ იდგა, ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის, იყო სწორედ არგუმენტი იმისა, რა გადაწყვეტილებაც მაშინ პრაგმატულად მიიღო ერეკლე მეორემ.
რაღაცნაირად, მე მგონი გვაგონებს ეს დღევანდელ ვითარებას, ჩვენ გვახსოვს სულ რაღაც ოთხი წლის წინ როგორ გვიკიჟინებდნენ, რომ აი ახლა როგორც უკრაინა იქცევა, ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ თურმე. საქართველოს ხელისუფალი, როდესაც მაშინ მეფე იყო, რა თქმა უნდა, უნდა აზროვნებდეს პრაგმატულად ქვეყნის და ხალხის გადარჩენისთვის და არა იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში იმ მოცემულობაში უცხოური ძალა როგორ მოიწონებს ამას," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.


დღის ამბები