დღეს ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამებაში გაიმართა.
ცნობილი ფოტოკორესპონდენტი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, 25 ფოტოკრებულისა და 6 წიგნის ავტორია, რომლის პერსონალური გამოფენებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეწყობოდა.