09 ნოემბერი 2026,   20:05
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე: შეგვაფასეს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა ჩვენი ანტიკორუფციული რეფორმებით, არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კორუფციისგან - ეს ბრძოლა უწყვეტი უნდა იყოს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ანტიკორუფციული რეფორმებით მსოფლიოს წამყვანი რეფორმატორი ქვეყანაა, კორუფციასთან ბრძოლა უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან CGTN-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ანტიკორუფციული რეფორმებით მსოფლიოს წამყვანი რეფორმატორი ქვეყანაა, კორუფციისგან დაზღვეული არცერთი სახელმწიფო არ არის და ამიტომ მთავარი გამოწვევაა, ეს მანკიერება სისტემურ პრობლემად არ გადაიქცეს.

"კორუფცია მანკიერებაა, ამიტომ არსებობს გაკვეთილები და შესაძლებელია გამოცდილების გაზიარება.
კორუფცია არის მანკიერება, რომელმაც შესაძლოა შეარყიოს სახელმწიფოს საფუძვლები. და ეს ადამიანური ბუნებაა და შესაბამისად, არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კორუფციისგან, არ არის საქართველო და ჩინეთი ამ მხრივ უნიკალური. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ კორუფცია იყოს იზოლირებული - ეს იყოს კორუფციის უბრალოდ კონკრეტული
შემთხვევები და ის არ გადაიქცეს სისტემურ პრობლემად.
არ ვამბობ, რომ ეს არის მთავარი გამოწვევა ჩინეთისთვის - მაგრამ იცით, კორუფციასთან ბრძოლას ვერასდროს შეწყვეტ, რადგან იმ დღეს, როდესაც შეწყვეტ კორუფციასთან ბრძოლას, კორუფცია კვლავ ზრდას დაიწყებს. და ვფიქრობ, ეს არის უნივერსალური გაკვეთილი, რომელიც მსოფლიოს სხვა კუთხეებიდანაც გვაქვს. ამიტომ, ჩვენც გვქონდა ზუსტად იგივე პრობლემა საქართველოში. თუმცა ჩვენ შეგვაფასეს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა ჩვენი ანტიკორუფციული რეფორმებით.

ჩვენმა საკუთარმა ისტორიამ და გამოცდილებამაც აჩვენა, რომ იცით, როგორც კი დაიჯერებ, რომ კორუფცია დასრულებულია, ახალი შემთხვევები ჩნდება.
ამიტომ, ეს ბრძოლა უნდა იყოს უწყვეტი ბრძოლა და აშკარაა, რომ მოხარულები ვართ ვითანამშრომლოთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, რომ გავუზიაროთ გამოცდილება და ალბათ მივიღოთ საუკეთესო პრაქტიკა ანტიკორუფციული ზომების, ანტიკორუფციული რეფორმებისა და შესაძლოა იმ სტიმულების შესახებ, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლაში გვეხმარება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პეკინში მყოფი ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომელიც ჩინეთის მმართველი პარტიის მიწვევით იმართება, მიზნად ისახავს ორ ქვეყნას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებას.

დღის ამბები