პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებსა და 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე ისაუბრა.
პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის წარდგენილი პრეტენზიები და ბრალდებები 5 პარტიის ისტორიიდან გამომდინარე სრულად დასაბუთებულია, ხოლო სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს მტკიცებულებას სარჩელის სასარგებლოდ.
"მთავარი, მე მგონი, რაც ჩვენ ვნახეთ, ერთი მხრივ, არის ჩვენი სარჩელის დასაბუთება და ის პრეტენზიები, რომლებიც წაყენებული გვაქვს ამ ხუთი პარტიის მიმართ, არის სრულად დასაბუთებული მათი ისტორიიდან გამომდინარე. პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ.
მეორეს მხრივ, ვნახეთ პარტიების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებმაც ვერც ერთი ბრალდება ვერ უარყვეს. ერთადერთი, რაც აკეთეს, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ და "ქართულ ოცნებას" სდებდნენ რაღაცებში ბრალს. ეს აბსოლუტურად არარელევანტურია, ტყუილად დახარჯეს თავისი დროს და სასამართლოს დროსაც. იმიტომ, რომ იქ განიხილება მათი საკითხი, მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე ვერაფერი ვერ თქვეს, ვერაფერი ვერ უარყვეს ამ წარდგენილი ბრალდებებიდან. ერთადერთი, გაღმა შემოდავების პრინციპით მოქმედებენ და კიბატონო, ილაპარაკეს რამდენიმე დღე, მაგრამ ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის რამეს და არც იმ შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს უკვე დიდი ხანია გაკეთებული აქვს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.