პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის პოტენციალი ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული ინტეგრაციის მთავარი ძალაა.
„ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, ჩინეთთან პოლიტიკური თანხვედრა და ტრანზიტის ხელშეწყობა ქმნის მყარ საფუძველს იმისათვის, რომ გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, გაღრმავდეს რეგიონული კავშირები და გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში განაცხადა.
"საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა არის ჩვენი ქვეყნის აქტივი და ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ჩინეთის მიერ.
ჩვენ ვსაუბრობთ ვაჭრობის ხელშეწყობაზე, საქონლის ტრანზიტის ხელშეწყობაზე, ინტეგრაციაზე -
ეკონომიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე რეგიონში, რომელიც მოიცავს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, აღმოსავლეთ ევროპას.
ვფიქრობ, რომ აქაც ორივე მთავრობის პოლიტიკა ერთმანეთთან შესაბამისია.
ამიტომ, დიდ პოტენციალს ვხედავ მომავალში, მომავალ პროექტებსა და ჩვენს მთავრობებსა და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაში, რათა წინ წავწიოთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა. წინ წავწიოთ შუა დერეფანი, გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა და ეს რეგიონები ავაღორძინოთ, რათა ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება გავხადოთ ბევრად უფრო მარტივი და ბევრად უფრო შეძლებული", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.