09 ნოემბერი 2026,   19:12
ვრცლად
ასე გვეპყრობოდა ჩვენ მოსკოვი, ახლა საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი, ასეთი აგდებული დამოკიდებულება აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან - შალვა პაპუაშვილი

"ეს ნიშნავს დაბალი დონის გადაწყვეტილებას და ზოგადად აჩვენებს საერთოდ კიდევ ერთხელ უმწიფრობას ევროკავშირის ბიუროკრატიის" - ასე გამოეხმაურა ჩეხეთში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიასთან ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, სადაც საუბარია იმაე, რომ გაფართოების ფორუმზე საქართველო არ არის მიწვეული.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება, არ მიიწვიოს საქართველო გაფართოების ფორუმზე, ქართველი ხალხის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უპატივცემულობაა, ბრიუსელის დამოკიდებულება კი, საბჭოთა მოსკოვის მიდგომებს ჰგავს. 

"ეს ნიშნავს დაბალი დონის გადაწყვეტილებას და ზოგადად, აჩვენებს კიდევ ერთხელ უმწიფრობას ევროკავშირის ბიუროკრატიის. სასაცილოა უბრალოდ, როდესაც საუბრობენ შუა დერეფანზე და საქართველოს, არ ვიცი, უნდა გადააფრინდნენ, გადაახტნენ თუ რა უნდა გააკეთონ, მე ვერ წარმომიდგენია.

ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, რასაც სჩადის ბრიუსელი, ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპატივცემულობა.

ასე გვეპყრობოდა ჩვენ მოსკოვი, ახლა საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი. ასეთი აგდებული დამოკიდებულება აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან. ასე რომ, ნუ ეწყინებათ ამის შემდეგ ეს შედარება. თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან ასეთი ზემოდან ყურებით და ქედმაღლური დამოკიდებულებით ქართველი ხალხის მიმართ.

აქვე დავძენ, რომ არ იქნება სათანადო მოწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები