GWP წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, ზოგიერთ ქუჩას წყალი 24 საათით შეუწყდება.
მთაწმინდის რაიონში, კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/19/2026 10:00 საათიდან 8/20/2026 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კოსტავას N1-25 (კენტები) N2-14(ლუწი), ლეო ქიაჩელის, გიორგი ახვლედიანის, ია ეკალაძის, მიმინოშვილის, ვაშლოვანის და პიერ კობახიძის ქუჩებს.
ნაძალადევი, ანდრია წიკლაურის ქ. N40-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 8/18/2026 22:00 -დან 8/19/2026 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ანდრია წიკლაურის ქ.
ვაკის რაიონში, ირაკლი აბაშიძის ქ. N34-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 8/19/2026 11:00 დან 8/19/2026 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ი.აბაშიძის N 20-34(კენტები); N19-35(ლუწები), არაყიშვილის, ჭავჭავაძის გამზ N42,44,46 ; მირცხულავას, ფალიაშვილის ქ N33-37(კენტები) და N38-42(ლუწები) ქუჩებს.