20 აგვისტოს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს დაიწყებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს, ხვალ, დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და 6 ლოკაციაზე, პარალელურ რეჟიმში, მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურად შეასრულებენ. ექსპლუატაციაში შევა წყალმომარაგების განახლებული ქსელები.
სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 21 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილს. მისამართების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდსა და Facebook-გვერდზე.