19 აგვისტო 2026,   18:40
ვრცლად
უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო, და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა - პატრიარქი

სამთავროს დედათა მონასტერში დასრულდა ფერისცვალების სადღესასწაულო წირვა, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა. 

პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.

"გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს. გილოცავთ ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულს. უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის, რომ ჩვენ ფერი ვიცვალოთ ყველამ - ვინც ვართ მოსულნი ეკლესიაში, ვინც მოვედით ღმერთთან. უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო, და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა. ფერისცვალების შესახებ მან დაიწყო ქადაგება დასაწყისშივე და თქვა - შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. უფალი იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, სისხლი დაღვარა ჯვარზე, რომ ჩვენი ცხოვრება გარდაქმნას და ფერი უცვალოს. რას ნიშნავს ფერიცვალება, რომ ჩვენ უარესებიდან გავხდეთ უკეთესები. არა რომელიმე ფილოსოფიური მოძღვრების, თუ მოძღვრის თვალსაზრისით, არამედ თვით ღმერთის თვალსაზრისით. ფერისცვალების ეს გზა და საქმენი უნდა იყოს ჩვენი მთელი ცხოვრების საქმე“, - აღნიშნა პატრიარქმა.

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა ტარდება.

 

 

დღის ამბები