20 აგვისტო 2026,   00:11
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია - ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს.

ამასთან, ამოიწურა ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი შეთანხმებით განსაზღვრული ვადაც.

ტრამპის განმარტებით, ძალაში რჩება ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადაც.

ამ ფონზე, რეგიონში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის უწყების განცხადებით, ირანიდან ქვეყნის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, იემენელმა ჰუსიტებმა კი საუდის არაბეთში ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები დრონებით დაბომბეს.

დღის ამბები