ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
"ფინალურ შეხვედრაში კობა ქარუმიძე (55 კგ) ირანელ არმინსაადშამსიპოურჰაისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.