19 აგვისტო 2026,   21:16
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026-ის გათანაბრებული ქულების ცხრილი გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026-ის გათანაბრებული ქულების ცხრილი გამოაქვეყნა.

"აბიტურიენტს საკუთარი გათანაბრებული ქულის ნახვა პირად გვერდზე შეუძლია.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულების ცხრილში მოცემულია თითოეულ საგანსა და ტესტის ვარიანტში მიღებული ნედლი ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა, რომელიც განისაზღვრება გათანაბრების პროცედურების დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ: გათანაბრება ხორციელდება იმ საგნებში, რომლებშიც გამოცდა ერთზე მეტ ვარიანტად ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც დადგენილ მინიმალურ ზღვარს აღემატება," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები