20 აგვისტო 2026,   01:10
ვრცლად
ნავთობის ფასი ბარელზე 90 დოლარს აჭარბებს, რადგან აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული - CNN

ნავთობის ფასი ბარელზე 90 დოლარს აჭარბებს, რადგან ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, Brent-ის ნავთობის ფასი, რომელიც გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 1.3%-ით გაიზარდა და ბარელზე 92.20 აშშ დოლარი შეადგინა. აშშ-ის საორიენტაციო მაჩვენებლის West Texas Intermediate (WTI)-ის ფასიც ანალოგიურად გაიზარდა და ბარელზე 85.24 აშშ დოლარს მიაღწია.

Brent-ის მარკის ნავთობი, ბოლო, თითქმის ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე ივაჭრება, რადგან ტრეიდერები თავიანთ პროგნოზებში ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის მიწოდების ხანგრძლივ შეფერხებებს ითვალისწინებენ.

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება მანამ, სანამ შეერთებული შტატები არ შეასრულებს ივნისში მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობებს, რაც მოიცავს ირანის პორტების ბლოკადის მოხსნას, ნავთობის სანქციების მოხსნას და ირანული აქტივების გათავისუფლებას.

ამასობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და არც იგეგმება.

დღის ამბები