19 აგვისტო 2026,   20:23
ვრცლად
სახელმწიფოები უწინარესად მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, რაც ასე ძალიან არ გამოსდიოდა "ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმს - თორნიკე ჭეიშვილი

პრემიერის ვრცელი ანალიზის შემდეგ, ისტორიულ და დღევანდელ გეოპოლიტიკურ პროცესებს პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორად გაიაზროს ისტორიაც და უახლესი წარსულიც.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის თქმით, სახელმწიფოები, უპირველესად, საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ, "რაც ასე ძალიან არ გამოსდიოდა "ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმს".

"სახელმწიფოები, საერთაშორისო პოლიტიკაში, უწინარესად, მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, რაც ასე ძალიან არ გამოსდიოდა "ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმს, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, არამედ პირიქით, მაშინ ერთგვარ პოლიტიკურ ტრენდად მათ აქციეს ის, რომ უნდა შეესრულებინათ სხვადასხვა დავალება, უნდა გაეწიათ ანგარიში ყველასთვის და ყველაფრისთვის, გარდა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ისტორიული ანალიზი კიდევ ერთხელ შეახსენებს ჩვენს საზოგადოებას, რომ დღესაც უმთავრესი ამოსავალი პრინციპი და ქვაკუთხედი ჩვენი ხელისუფლების საქმიანობისა უნდა იყოს და, რა თქმა უნდა, არის კიდეც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა მაშინ, როდესაც ჩვენ შევდივართ ურთიერთობებში ნებისმიერ სახელმწიფოსთან, თუ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

დღის ამბები