19 აგვისტო 2026,   15:13
ვრცლად
ნინო წილოსანი მერკელის განცხადებაზე: სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ ნეგატიური როლი უკრაინაში ომის დასრულების თვალსაზრისით

ანგელა მერკელის სკანდალური ინტერვიუ - გერმანიის ყოფილი კანცლერი ამბობს, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამ პროცესს კი ხელი პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა შეუშალეს. ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთსა და ევროპას შორის დიალოგს ხელი შეუშალეს. 

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მერკელის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ნეგატიური როლი გააჩნიათ.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ ნეგატიური როლი უკრაინაში ომის დასრულების მიმართულებით. რისგან არის ეს გამოწვეული და რა ტრავმებს ებრძვის ბალტიისპირეთი იმით, რომ პირიქით - ახალისებს, და ფაქტობრივად ფლაგმანი ხდება ამ საომარი პროცესების, ეს ალბათ უფრო სიღრმისეული ანალიზის ანალიზის საფუძველი უნდა გახდეს, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს წინააღმდეგაც მათი გაცხოველებული და გასასტიკებული დამოკიდებულება, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ალბათ მხოლოდ და მხოლოდ იხსნება იმით, რომ სამწუხაროდ ამ ქვეყნებში კიდევ უფრო ფესვგადგმულია "დიფ სთეითი" და ის ჩრდილოვანი გავლენები, რომელიც არა იმ ქვეყნების ინტერესით, არამედ საერთო გლობალური ომის დღის წესრიგი ინტერესით მოქმედებს“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

დღის ამბები