ოპოზიციის აქტივისტი გიორგი ახობაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ თუ საქართველოს მოსახლეობა "დიდი აფეთქებების ხმას" გაიგებს, არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ქართული ნავთობტერმინალები უკრაინისთვის უკვე სამხედრო სამიზნეებია.
"მე მგონი, უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. ასე ჯობია. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშით, იბაააააწ! ვინც ვერ ხვდება, გეტყვით: ქართული ნავთობტერმინალები სამხედრო სამიზნეებია უკვე უკრაინისთვის. ეს მაინც რომ ვიცოდეთ, დიდი აფეთქებების ხმას თუ გავიგებთ, არ გაგვიკვირდეს. ომს ექაჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე ეს ფულზე გახამებული პარაზიტები. "იიი, აბა ომი გინდა" - ხალხმა სუპი შეიშრეთ ტუზებზე, არ ჩამოგეწუწოთ", - წერს ახობაძე.