08 ივნისი 2026,   18:31
ვრცლად
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შსს-ში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზვიადაური სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ზვიადაური თბილისში დააკავეს.

დღის ამბები