2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა - მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილებმა სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
დეკანოზ დავითის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ომი გამარჯვებით არ სრულდება, ქართველი მეომარი ზნეობრივად და მორალურად ყოველთვის იმარჯვებდა, ხოლო სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი უფლისა და სამშობლოს სიყვარულის გამოხატულებაა.
"18 წელი გავიდა მას მერე, რაც ქართველობამ აი, ამ ბიჭებმა უმაღლესი ღვაწლი გაიღეს თავის სამშობლოს დაცვისათვის. მტერი ყოველთვის მტერია, ქართველს ქართველობას არ აკლდა ისტორიის მანძილზე, მაგრამ ქართველი ყოველთვის შესაბამისად პასუხობდა ხოლმე. არა ყველა ომია გამარჯვებისა, მაგრამ ზნეობრივად და მორალურად ქართველი ყოველთვის იმარჯვებდა ომში.
სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი გამარჯვებულია უკვე მარადიული ცხოვრებისათვის და ჩვენც ამიტომ ამოვედით დღესაც, გავიხსენებთ მათ ღვაწლს, ვანუგეშებთ ერთმანეთსა და მათ მშობლებს, მოვეფერებით მათ შთამომავლობას, ვინც უნდა გააგრძელოს გზა ქართველობისა და ეს მსხვერპლია, უფლისთვის, სამშობლოსათვის და სიყვარულისთვის გაღებული მსხვერპლია," - აცხადებს მამა დავითი.
ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. ტრადიციულად, ყოველი წლის 8 აგვისტოს, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, სასულიერო პირები, ვეტერანები და საზოგადოება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იკრიბებიან, რათა პატივი მიაგონ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.