ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება“ და „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.
ანჯაფარიძის შეფასებით, ძალიან გაუჭირდათ იქითა ბანაკში და მათი აზრით უფრო წონიანი "ავტორიტეტების" გამოგორება დაიწყეს. მისივე თქმით, სად უნდა ეძებნათ ასეთები სხვაგან, თუ არა სასულიერო პირთა რიგებში.
„ძალიან გაუჭირდათ იქითა ბანაკში და მათი აზრით უფრო წონიანი "ავტორიტეტების" გამოგორება დაიწყეს. სად უნდა ეძებნათ ასეთები სხვაგან, თუ არა სასულიერო პირთა რიგებში.
ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა. დესერტად სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა.
მიტროპოლიტს არ აწყენდა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის გაცნობა და ასევე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდანტის გახსენება.“ - წერს ანჯაფარიძე.