11 ნოემბერი 2026,   08:43
ვრცლად
მოპასუხე მხარე ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესი შოუში გადაიზარდოს, რადგან არავითარი მტკიცებულება არ აქვთ - არჩილ გორდულაძე

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე "ქართული ოცნების" დეპუტატების სარჩელის განხილვა ბათუმში 12:00 საათზე გაგრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება.

უმრავლესობის წევრებმა დღის ბოლოს გუშინდელი სხდომა შეაჯამეს. მათი განმარტებით, ოპოზიცია ცდილობს, პროცესი რაც შეიძლება მეტად სანახაობრივი გახადოს, რადგან საკუთარი პოზიციების დასაცავად არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნიათ. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას ოპოზიცია, სამართლებრივი არგუმენტების წარდგენის ნაცვლად, პროცესის პოლიტიკურ შოუდ ქცევას ცდილობს.

"ისევ და ისევ, მცდელობა არის, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ეს პროცესი გადაიზარდოს ტელედებატებში, შოუში და იციან რა, რომ სამართლებრივად არავითარი მტკიცებულება არა აქვთ, არც არავითარი გამართლება არ აქვს მათ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, ახლა ცდილობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიის გზით, როგორმე ფონს გავიდნენ. თავიანთი ახსნა-განმარტების ფარგლებში, ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენი მტკიცებების და ჩვენი სამართლებრივი დასაბუთების რამენაირად უტრირება გაეკეთებინათ და დეზინფორმაცია გაევრცელებინათ. ახლა ვხედავთ, რომ თურმე ჩვენი სარჩელი დასაბუთებულიც ყოფილა, თურმე ჩვენს სარჩელს მტკიცებულებებიც ახლავს", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

სარჩელთან დაკავშირებული განხილვები მიმდინარე კვირას - ხვალ და ზეგაც არის დაგეგმილი.

დღის ამბები