11 ნოემბერი 2026,   08:50
ვრცლად
ბათუმი სოფლის ტურიზმის ყოველწლიურ ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმი სოფლის ტურიზმის ყოველწლიური ფესტივალისთვის ემზადება. "განდაგანა" 14  და 15 ნოემბერს, ევროპის მოედანზე ჩაივლის.

ღონისძიების მთავარი აქცენტი აჭარულ სამზარეულოსა და ხალხურ რეწვას დაეთმობა. მოეწყობა მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მეწარმე თავის ნამუშევრებსა და სოფლის ნობათს წარადგენს. 

ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ფოლკლორული ანსამბლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.
დღის ამბები