11 ნოემბერი 2026,   11:15
ვრცლად
საფრანგეთში მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგების გაფიცვა კვლავ ძალადობაში გადაიზარდა - დაპირისპირებისას მერის მოადგილე დაშავდა, პოლიციამ სამი მოსწავლე დააკავა

ამჯერადაც ძალადობასა და თავდასხმებში გადაიზარდა საფრანგეთში მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგების გაფიცვა. პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ შელში, ლიცეუმის პიკეტირებისას მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მერის მოადგილეს, რომელიც ადგილზე ვითარების განმუხტვას ცდილობდა, ბენზინით სავსე ბოთლი ესროლეს. საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა.

ამავე ქალაქის კიდევ ერთ ლიცეუმში, გაკვეთილების მიმდინარეობისას, შენობაში პიროტექნიკა ააფეთქეს, რის გამოც სკოლის ევაკუაცია გახდა საჭირო. პოლიციამ სამი მოსწავლე დააკავა.

ინციდენტებს ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის, დამნაშავეები კი მკაცრად უნდა დაისაჯონ.

დღის ამბები