08 აგვისტო 2026,   16:58
ვრცლად
თაზო დათუნაშვილის განცხადებით, რეზოლუციაში წერია, რომ აგრესია რუსეთმა დაიწყო, ხოლო ქართული მხარის საპასუხო ოპერაცია არაპროპორციული იყო

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ შეიარაღებული აგრესია და პროვოკაციები რუსეთის ფედერაციამ დაიწყო. თუმცა, მისივე თქმით, დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ ქართულ მხარეს 8 აგვისტოს დილით არაპროპორციული მასშტაბის სამხედრო ოპერაცია არ უნდა დაეწყო.

"ამ რეზოლუციაში წერია, რომ რუსეთის ფედერაციამ შეიარაღებული აგრესია, არტილერიული ცეცხლით დაბომბვა, პროვოკაციები და ა.შ. დაიწყო 7-ში და რუსეთი არის ამის ავტორი, ხოლო შემდგომ, ამ რეზოლუციაში წერია, რაც შეიძლება იქნას აღქმული, როგორც სწორი ინტერპრეტაცია, რომ საქართველოს მაშინდელ შეიარაღებული ძალების სარდლობას იმ მასშტაბის სამხედრო ოპერაცია არ უნდა დაეწყო 8-ში დილით, რა მასშტაბის სამხედრო ოპერაციაც დაიწყო. ანუ, არაპროპორციული მასშტაბი იყო სამხედრო ოპერაციისა იმის საპასუხოდ, რა არტილერიული ცეცხლიც იყო მანამდე გახსნილი. რეზოლუციაში წერია ეს," - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.

დღის ამბები