10 ნოემბერი 2026,   08:35
ვრცლად
მარნეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება

მარნეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. შიდა გზების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ქალაქში სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ჯამში 3 700 გრძივი მეტრი გზა დაიგება. სამუშაოები ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას, საგზაო ნიშნების დამონტაჟებასა და გზის მონიშვნას.

დღის ამბები