10 ნოემბერი 2026,   08:35
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი პრაღაში ვიზიტს განაგრძობს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთში ვიზიტს განაგრძობს.

შალვა პაპუაშვილი შეხვდა ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი დინამიკის გააქტიურება, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და დარგობრივი კავშირების შემდგომი გაღრმავება.

მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის და ტრანსპორტის მიმართულებებით. საუბარი შეეხო შუა დერეფნის შემდგომი განვითარების მნიშვნელობასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო პერსპექტივებსაც.

მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

დღის ამბები