09 ნოემბერი 2026,   22:27
ვრცლად
ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიას და მისი დაყენების უნიკალურ ტრადიციას ამჯერად ჰონ-კონგი გაეცნო - აზიის უდიდეს საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია ჩავიდა

მეღვინეობის უძველესი ტრადიცია და თანამედროვე საექსპორტო შესაძლებლობები - ქართული ღვინო ჰონგ-კონგში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე წარდგა და ვიზიტორების მოწონებაც დაიმსახურა. ქვეყანა, სადაც ღვინის კულტურა დაიბადა, ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ჩინეთში გამოფენაზე ცხრა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია იმყოფებოდა.

აზიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საერთაშორისო გამოფენამ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორები, დისტრიბუტორები და სავაჭრო სექტორი გააერთიანა. ღონისძიება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართული კომპანიებისთვისაც, მწარმოებლები ამბობენ, რომ გამოფენაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას.

გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის მრავალფეროვნებისა და უნიკალური გემოების გაცნობის შესაძლებლობა უკვე ჰქონდათ. ღვინის ექსპერტები თვლიან, რომ მასშტაბური გამოფენა ახალი საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცევა.

ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჰონგ-კონგის გამოფენაში მონაწილეობა კი, ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. წელს, მე-18 გამოფენაში, მსოფლიოს 25-მდე ქვეყნის 600-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორისაა საქართველოც.

დღის ამბები