10 ნოემბერი 2026,   08:35
ვრცლად
ამ შეხვედრებზე ცრუ ნარატივებით განპირობებული დაზარალებული ურთიერთობების გამოსწორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - ირმა ზავრადაშვილი ჩეხეთში ვიზიტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრაღაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მათ უკვე არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს. კიდევ ერთხელ ისაუბრეს გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრებზე ცრუ ნარატივებით განპირობებული დაზარალებული ურთიერთობების გამოსწორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

"ეს შეხვედრები ძალიან მაღალი დონის იყო და ყველაზე მთავარი რაც არის, ამ შეხვედრებზე ცრუ ნარატივებით განპირობებული დაზარალებული ურთიერთობების გამოსწორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, აქაც ურთიერთობები ცალმხრივი არ არის, ორმხრივია, რადგან ჩვენი ქვეყნის გავლით ისინიც აზერბაიჯანიდან საკმაოდ სერიოზულ პროდუქციას იღებენ. ურთიერთობები გაგრძელდება. ისინი სტუმრად მოდიან ჩვენთან უახლოეს მომავალში", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. საუბარი შეეხო - შუა დერეფნის განვითარების მიზნით პარტნიორობის გაძლიერებას, ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას. ასევე, აქცენტი გაკეთდა - საქართველოსა და ჩეხეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე.

დღის ამბები