09 აგვისტო 2026,   20:39
ვრცლად
"მე და გიორგი ბარამიძე აფხაზეთის ომის დროს ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე, მე მინიშნებაც კი არ მსმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე" - მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ბარამიძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება.

მისი თქმით, აფხაზეთის ომის დროს ისინი ტყვეების გაცვლაზე ერთად მუშაობდნენ და მას ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტის შესახებ არასდროს სმენია, თუმცა მიიჩნევს, რომ ბარამიძემ სათქმელი არასწორად ჩამოაყალიბა.

"მე და გიორგი ბარამიძე აფხაზეთის ომის დროს ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე. მე მინიშნებაც კი არ მსმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე და დარწმუნებული ვარ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გიორგიმ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ მას წიხლი ნამდვილად არ ეკუთვნის," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, გია ბარამიძის ირგვლივ ატეხილი სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოებისა და ვეტერანების მწვავე პროტესტის ფონზე, მან მოგვიანებით ვიდეომიმართვა ჩაწერა და განმარტა, რომ ტყვეებს არა ჯარი, არამედ გამწარებული ხალხი ხოცავდა, მოგვიანებით კი ვეტერანებს ბოდიშიც მოუხადა. მიუხედავად ამისა, ვეტერანთა უწყების მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო და საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით ომის მონაწილეები და ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ.
 
დღის ამბები