ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიული სარეკრეაციო სივრცის პროექტირებას იწყებს.
ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. პროექტირება სამ ეტაპად განხორციელდება, რომელთაგან ძირითადი საპროექტო სამუშაოები I და II ეტაპებზე შესრულდება, ხოლო III ეტაპი მშენებლობის პროცესში საავტორო ზედამხედველობის განხორციელებას ითვალისწინებს.
რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტი უნდა მოიცავდეს საბავშვო და სპორტულ ზონებს, კალათბურთის მოედანს, განახლებულ სკეიტ-პარკს, ტბის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურასა და დასასვენებელ სივრცეებს.