08 აგვისტო 2026,   21:28
ვრცლად
ზურაბ პატარაძემ, რეგიონის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ბათუმში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, რეგიონის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ბათუმში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

აგვისტოს ომს აჭარიდან 21 მებრძოლი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, რეგიონში გრძელდება დაღუპული და ომის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრებისა და მათი ოჯახების მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება.

დღის ამბები