უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის "დარიალის" სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ომში მყოფი ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის.
"განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს სატრანზიტო მარშრუტის ორგანიზებასა და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაში გაწეული დახმარებისთვის", - წერია ანდრეი სიბიგას ოფიციალურ განცხადებაში.
წერილს აქვეყნებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრიც - იგორ კლიმენკო საქართველოსა და მოლდოვას სამართალდამცავ უწყებებს მადლობას უხდის.